LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეს პარლამენტში ყოველთვის აღვნიშნავთ, ბოლო წლების განმავლობაში არის გარკვეული მიღწევა: კუჭავა

57
კახა კუჭავა

“დღეს შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეა. ჩვენს პარლამენტში, რა თქმა უნდა, ყოველთვის აღვნიშნავთ ამ დღეს. ბოლო წლების განმავლობაში არის გარკვეული მიღწევა,” –  შშმ პირთა უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით ბიუროს სხდომაზე დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია, გაგრძელდეს მუშაობა, რათა მაქსიმალურად შეიქმნას შესაძლებლობა, რომ ყველა ადამიანმა შეძლოს პარლამენტის როგორც შენობით, ისე არსებული საშუალებებით ბოლომდე სარგებლობა.

შშმ პირთა უფლებების დაცვა პოლიტიკური და საზოგადოებრივი დღის წესრიგიდან ისევ გამორიცხულია: შშმ აქტივისტების განცხადება

კახა კუჭავამ ყურადღება გაამახვილა შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონზე, რომელიც პირველი იანვრიდან ამოქმედდა და გაეროს  კონვენციის ფაკულტატურ ოქმებზე, რომელიც ძალაში 12 მაისიდან შევიდა:

“დღეს არის შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე. ჩვენს პარლამენტში, რა თქმა უნდა, ყოველთვის აღვნიშნავთ ამ დღეს. ბოლო წლების განმავლობაში არის გარკვეული მიღწევა, არ ვგულისხმობ მხოლოდ ტექნიკურად გამართულ პარლამენტს, რომელიც საშუალებას აძლევს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ყველა პირს, ბოლომდე ისარგებლოს პარლამენტის შენობით, ასევე მნიშვნელოვანია კანონი, რომელიც 2020 წლის 14 ივლისს მივიღეთ საქართველოს პარლამენტმა.

‘შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ” კანონი პირველი იანვრიდან უკვე ამოქმედდა. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტმა მოახდინა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმების რატიფიცირება, რომელიც 12 მაისიდან შევიდა ძალაში.

ამდენად, აუცილებელია, გავაგრძელოთ მუშაობა, რათა მაქსიმალურად შევქმნათ შესაძლებლობა, რომ ყველა ადამიანმა შეძლოს პარლამენტის როგორც შენობით, ისე არსებული საშუალებებით ბოლომდე სარგებლობა. არ შეიძლება, არ აღვნიშნოთ ამ საქმიანობაში რატი იონათამიშვილის წვლილი, როლი, რომელიც არის ხელმძღვანელი და ლიდერი ამ საკითხებში მუშაობის კუთხით.” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

magti 5g