LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

121

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი 49 აბი და 0,51664 გრამი ჰეროინი ამოიღეს. წაყენებული ბრალი 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g