LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ ოჯახის წევრის მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით ერთი პირი დააკავა – „ბრალდებულმა მძევლად აიყვანა საკუთარი ბებია“

258
დაკავება

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1993 წელს დაბადებული გ.კ. ოჯახის წევრის მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დააკავეს“, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მძევლად აიყვანა საკუთარი ბებია – 1950 წელს დაბადებული ნ.კ. და მისი ყოფილი მეუღლის საზღვარგარეთიდან ჩამოყვანას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბებიის სიცოცხლის მოსპობით იმუქრებოდა.

„სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ბრალდებული ადგილზე დააკავეს. ნ.კ. სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 144-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g