შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტყიბულის შახტში მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც „ფორტუნას“ უწყებაში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ცნობისათვის, ტყიბულის შახტში მომხდარ აფეთქებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 8 ადამიანი კი, დაშავდა.