LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”შტადლერის” მატარებელი ერთდროულად 400 მგზავრს გადაიყვანს

495

”შტადლერის” ორსართულიანი მატარებლის პრეზენტაცია ბათუმში გაიმართება. როგორც ”ფორტუნას” ”საქართველოს რკინიგზის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ განუცხადა, პრეზენტაციის ლოკაცია ზაფხულის სეზონის გათვალისწინებით შეირჩა.

”გამომდინარე იქიდან, რომ ახალი მატარებლები თბილისი-ბათუმის მიმართულებით იმოძრავებენ და ახლა საკურორტო სეზონია, ამის ხაზგასასმელად შევარარჩიეთ ბათუმი,”- განუცხადა ”ფორტუნას” ცაგურიამ.

პრეზენტაციაზე მიწვეულ სტუმრებს საშუალება ექნებათ მატარებლის სალონი დაათვალიერონ. კომპანიაში არ გამორიცხავენ, რომ მატარებელი მედიის წარმომადგენლებთან და სხვა სტუმრებთან ერთად მოკლე დისტანციაზე გავიდეს.

შვეიცარიული წარმოების ორი ორსართულიანი მატარებელი ”საქართველოს რკინიგზამ” გასულ თვეში შემოიყვანა. თითო მატარებელი ოთხვაგონიანია და ერთდროულად 400 მგზავრის გადაყვანა შეუძლია.

როგორც ’საქართველოს რკინიგზაში” აცხადებენ, მატარებლები ულტრათანამედროვე ტექნიკით არიან აღჭურვილი და პირველი და მეორე კლასის დეფინიცია აქვთ.

კიდევ ორ ახალ მატარებელ ”საქართველოს რკინიგზა” მომავალი წლის დასაწყისში შემოიყვანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები