LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შთამბეჭდავი სანახაობა ისლანდიაში – ჩაბნელებული ქუჩები ჩრდილოეთის ციალმა გაანათა

120

ისლანდიის დედაქალაქში ოთხშაბათს ქუჩის განათება გათიშეს, რომ მოსახლეობა ჩრდილოეთის ციალის ნახვით დამტკბარიყო. რეიკიავიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქუჩებზე ღამის 10 საათიდან შუაღამემდე სრული სიბნელე იყო. ასევე, სთხოვეს მოსახლეობას, ჩაებნელებინათ სახლებიც.

სანახაობა ძალიან შთამბეჭდავი იყო. გამაოგნებელ ფოტოებსა და ვიდეოებს სოციალურ ქსელებში როგორც ისლანდიელები, ასევე – ტურისტებიც აზიარებდნენ.

პოლარული ციალის ხილვა ისლანდიაში რამდენიმე დღის მანძილზე კიდევ იქნება შესაძლებელი.

12

3

4

5

6

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები