LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვედეთის სკოლებში მოსწავლეებს, რომლებიც გაკვეთილებს გააცდენენ, რობოტები ჩაანაცვლებენ

123
thumb_1024x663_av1

შვედეთის ქალაქ ლინჩეპინგის საკლასო ოთახებში რობოტი-ავატარები გამოჩნდნენ. ქალაქში, რომლის მოსახლეობაც 100 ათასს არ სცდება, რობოტები ჩაანაცვლებენ იმ მოსწავლეებს, რომლებიც იძულებული არიან გაკვეთილები გააცდინონ, მაგალითად ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. სიახლის შესახებ The Mayor წერს.

მოწყობილობის დახმარებით ბავშვი სახლიდან გაუსვლელად შეძლებს, რომ დაინახოს და გაიგონოს ყველაფერი, რაც კლასში მის გარშემო ხდება, ასევე ესაუბროს ადამიანებს რომლებიც რობოტის სიახლოვეს იქნებიან.

მოწყობილობის მართვა პლანშეტით იქნება შესაძლებელი. მაგალითად, თუკი მოსწავლეს კითხვის დასმა სურს, რობოტის თვალები მწვანე ფერად აინთება. თუკი ბავშვი უბრალოდ უსმენს, მაშინ თვალები ცისფრად ანათებს.

გადაწყვეტილებას, თუ ვინ გადავა დისტანციურ სწავლაზე რობოტის დახმარებით, სკოლის დირექტორი მიიღებს და ამას ყოველი ინდივიდუალური შემთხვევის შესწავლის შემდეგ გააკეთებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები