შვედეთის ქალაქ ტრელებორგში სარეველებთან საბრძოლველად ახალ მეთოდს ტესტავენ – აბეზარი მცენარეების მოშორებას სიცხის დახმარებით აპირებენ. სიახლის შესახებ Sweden Herald წერს.
ექსპერიმენტის ფარგლებში 150 კვადრატული მეტრის ფართობის ნიადაგში, ერთი მეტრის სიღრმეზე 54 გამათბობელი ელემენტი ჩამარხეს. მათ 150-დან 300 გრადუს ცელსიუსამდე გაახურებენ მანამ, სანამ სარეველას ფესვები სიცხისგან არ განადგურდება.
მიკრობიოლოგიური ბალანსის აღსადგენად დამუშავებულ ნიადაგს შემდეგ კარგად გაანაყოფიერებენ. მოგვიანებით ეს მიწა ახალი მცენარეების გასახარებლად გამოიყენება.
ამ გზით ქალაქი პირველ რიგში იმ მცენარეებისგან ფიქრობს გათავისუფლებას, რომლებზეც არც ქიმიკატები და არც რეგულარული დამუშავება არ მოქმედებს. ეს მცენარეები იზრდებიან ყველგან, მაგალითად, შენობების პატარა ბზარებში, მილებში და აზიანებენ ინფრასტრუქტურას.