LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შვეიცარიელი კინორეჟისორი და დიპლომატი, ლუჩანო გლორი თბილისში კორონავირუსით გარდაიცვალა

768
gloor
შვეიცარიელი კინორეჟისორი და დიპლომატი, ლუჩანო გლორი (Luciano Gloor) თბილისში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
”ეროვნული კინოცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, ლუჩანო გლორის გარდაცვალების გამო. იგი გუშინ თბილისში კორონავირუსით გარდაიცვალა.
კინოპროდიუსერი და კინოექსპერტი ლუჩანო გლორი 25 წლის მანძილზე მუშაობდა ევროპის, სამხრეთ აფრიკისა და სამხრეთ კავკასიის კინოსექტორებში. 2015 წლიდან ცხოვრობდა თბილისში და საქმიანობდა, როგორც დამოუკიდებელი კონსულტანტი კერძო და საჯარო ინსტიტუციებში.
ლუჩანო გლორის შემოქმედებითი ბიოგრაფია მოიცავს როგორც მხატვრულ, ისე დოკუმენტურ კოპროდუქციებს. მისი ფილმები იყო ნაჩვენები იყო ლოკარნოს, კანის, ბერლინის, ვენეციის კინოფესტივალების ოფიციალურ პროგრამაში.
ბოლო წლებში ლუჩანო გლორი არაერთ მნიშვნელოვან კულტურულ პროექტზე მუშაობდა. ბოლო პროექტი, რომელზეც რეჟისორმა იმუშავა არის მარადია ცაავას დოკუმენტური ფილმი ”წყალს საზღვარი არ აქვს”.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g