LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Sia ქრონიკული ტკივილით იტანჯება – მომღერალს იშვიათი დაავადება აღმოაჩნდა (ფოტო)

640
GettyImages-884266074 (1)

ავსტრალიელ მომღერალს Sia-ს იშვიათი ნევროლოგიური დაავადება აქვს, რის გამოც მას ქრონიკური ტკივილები აწუხებს.

მომღერალმა განაცხადა, რომ მას ელერს-დანლოსის სინდრომით აქვს, რაც ტკივილთან ერთად დაღლილობასაც იწვევს.

„მსურს ვუთხრა მათ, ვისაც ფიზიკური და ემოციური ტკივილი აწუხებს, ძალიან მიყვარხართ, არ დანებდეთ, თქვენ მარტო არ ხართ“, – წერს 43 წლის მომღერალი.

აღნიშნული დაავადება შემაერთებელი ქსოვილის მემკვიდრობითი პათოლოგიაა, რომელიც ხშირი ამოვარდნილობით, სილურჯეების გამოვლენით და  კანის ელასტიკურობის მომატებით ხასიათდება.

შეგახსენებთ, ავსტრალიელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მუსიკალური პროდიუსერი და რეჟისორი  უამრავი ჯილდოს მფლობელია, მათ შორის ARIA-ს და MTV-ის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები