LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიჭინავა ივანიშვილზე: „როცა ვუსმენდი, მივხვდი, რომ თუ გრძნეული არ ხარ, შეუძლებელია ამხელა აუდიტორია, წლების განმავლობაში ასე აიყვანო – ვისმენდი შეძახილებს მისი მისამართით – მიყვარხარ, ყვიროდნენ ირგვლივ“

471
ხატია სიჭინავა (1)

ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა „ქართული ოცნების“ მიერ გამართულ აქციას, რომელსაც თავადაც ესწრებოდა, სოციალურ ქსელში ეხმაურება და პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ წერს, რომ „თუ გრძნეული არ ხარ, შეუძლებელია ამხელა აუდიტორია ასე აიყვანო წლების განმავლობაში“.

ამავე პოსტში სიჭინავა მიუთითებს, რომ ბიძინა ივანიშვილი „ასე ახლოს პირველად ნახა“:

ივანიშვილი: გაძლევთ პირობას, რომ ყველა წინააღმდეგობას გადავლახავთ, სუვერენიტეტსაც განვიმტკიცებთ, მშვიდობასაც შევინარჩუნებთ, ქართულ ეკონომიკასაც გავაძლიერებთ და 2030 წელს გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა

„მართალი გითხრათ, პირველად ვნახე ასე ახლოს ბიძინა ივანიშვილი. მიუხედავად იმისა, რომ 20 წლისა მის არხზე ვმუშაობდი და კაიზერ სოზესავით ვეძებდით ყველა თანამშრომელი, თითქმის ყოველკვირა დარიცხული ბონუსებისთვის.

ბოლოს ლამის თამუნა გომართელი მეგონა გადაცმული, ისე მაინტერესებდა ვინ იყო თამუნაც იქ მუშაობდა ანუ.

დღეს როცა ვუსმენდი, მივხვდი, რომ თუ გრძნეული არ ხარ, შეუძლებელია ამხელა აუდიტორია ასე აიყვანო წლების განმავლობაში. მე ვისმენდი მართლა შეძახილებს მისი მისამართით. მიყვარხარ, ყვიროდნენ ირგვლივ.

მოკლედ ის მინდოდა მეთქვა, არ იწვალოთ , პირდაპირ შეგიძლიათ დამიძახოთ „ქოცი“. ბრავო ძალიან მაგარი „მესიჯები“ იყო“. – წერს ხატია სიჭინავა.

მართალი გითხრათ, პირველად ვნახე ასე ახლოს ბიძინა ივანიშვილი 🫣 მიუხედავად იმისა, რომ 20 წლისა მის არხზე ვმუშაობდი და…

Posted by Katya Sichinava on Monday 29 April 2024
mazda magti 5g