აშშ-ში სიძე-პატარძალმა საქორწინო ცერემონიის დასრულების შემდეგ სასტუმროში ისე იჩხუბა, რომ ციხეში მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა WBBH-TV-მ) გაავრცელა.
წყვილი ფლორიდას შტატში დააკავეს. სამართალდამცავებს სასტუმრო Hilton-იდან დაურეკეს. ადგილზე მისულმა ოფიცერმა ნომერში ნახა ჯონ გერჰარდი, რომელსაც დახეული პიჯაკი ეცვა და ცხვირი გატეხილი ჰქონდა, იქვე იდგა სტეფანი ჯინასი და მას საქორწინო კაბა სულ სისხლში ჰქონდა ამოსვრილი.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, ახალდაქორწინებულებმა ღამევე იჩხუბეს და დილით უკვე ერთმანეთის ცემაზე გადავიდნენ. ქალის განცხადებით, კონფლიქტის მიზეზი ქმრის ძმა გახდა. სტეფანიმ ასევე ისიც აღიარა, რომ ჩხუბი მან დაიწყო და ქმარს პირველმა დაარტყა.