LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიკვდილს ძლივს გადავურჩი“ – სელმა ჰაიეკი გადატანილ კორონავირუსზე ალაპარაკდა

408
pageg

54 წლის ოსკაროსანმა მსახიობმა, სელმა ჰაიეკმა გამოცემა ,,ვერიეთის” ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც კორონავირუსის შესახებ ისაუბრა. როგორც ირკვევა, ვარსკვლავმა Covid-19 ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისში გადაიტანა. ის საკმაოდ მძიმედ იყო და სიკვდილს საოცრად გადაურჩა. მან თვითიზოლაცია ბრიტანეთში, მეუღლესთან, ფრანსუა ანრი პინოსთან და 13 წლის ქალიშვილთან ერთად გაატარა.

„ჩემი ექიმი მემუდარებოდა, კლინიკაში მივსულიყავი, რადგან ჩემი მდგომარეობა ძალიან რთული იყო. მე კი ვუპასუხე, რომ მერჩივნა საკუთარ სახლში მომკვდარიყავი, სიკვდილს ძლივს გადავურჩი“ , – აცხადებს ვარსკვლავი.

მისი თქმით, გარკვეული პერიოდი ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული და მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გადატანიდან ერთი წელი გავიდა, ის ბოლომდე ჯერ კიდევ არ გამოჯანმრთელებულა.

„ანტონიო ბანდერასთან სექსის სცენის მეშინოდა“ – გაიგეთ, რატომ ტიროდა სელმა ჰაიეკი „თავზეხელაღებულის“ გადასაღებ მოედანზე

54 წლის სელმა ჰაიეკი რომის ქუჩებში – მსახიობი იტალიაში გადაღებებზე იმყოფება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები