ხმაური ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე – ერთმანეთს ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გიგა შუშანია და კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
დეპუტატები სხდომაზე კულტურის პალატისთვის ყოფილი ქარხნის შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის უსასყიდლოდ გადაცემის საკითხს განიხილავდნენ.
„სირცხვილია, ფალიაშვილის ქალაქში ოქიტაშვილი ავითარებდეს კულტურას,“ – განაცხადა ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ და საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნა მოითხოვა.
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გიგა შუშანიამ პროტესტის ნიშნად დატოვა.