კანიე უესტმა 20,3 მილიონ „ინსტაგრამ“ გამომწერებს მეუღლის შოკისმომგვრელი ფოტო გაუზიარა, თუმცა როგორ ჩანს, რამდენიმე წუთში მიხვდა, რომ ის ბიანკა ჩენსორის პრაქტიკულად სრულად შიშველი ფოტოთი ყოველგვარ ზღვარს გადავიდა და ის მალევე წაშალა. თუმცა, ცხადია, აღნიშნულმა ფოტომ მსოფლიო მედიასივრცის მოვლა მაინც მოასწრო.
ბიანკას პიკანტურ, პროვოკაციულ და საოცრად ავანტიურულ ფოტოში სხეულს მხოლოდ წვრილი ზონარები უფარავს.
გასულ თვეს ცნობილი გახდა, რომ რეპერმა და მისმა საყვარელმა ქალმა გადაწყვიტეს, რაღაც ახალი მოიფიქრონ, რითაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ გააოცებენ. მედიის ცნობით, უესტს სურს მეუღლეზე ხელახლა იქორწინოს. ამჯერად კანიე და ბიანკა ჯვრის დაწერას გეგმავენ, ისინი საკურთხეველთან შიშველ მდგომარეობაში მივლენ.
კანიე ეუსტი მსოფლიოს ახალ წელს მეუღლის პიკანტური ფოტოებით ულოცავს
„ისინი საკურთხეველთან სრულად შიშვლები მივლენ“ – კანიე უესტი და ბიანკა სენსორი ჯვრისწერას გეგმავენ