საკულტო სერიალის, „სექსი დიდ ქალაქში“ ახალი სეზონი უკვე ვიხილეთ და დაგვეთანხმებით, რომ ის საოცრად საინტერესო გამოვიდა და არც სკანდალების გარეშე ჩაუვლია.
და აი, ასე უბრალოდ, საკულტო სერიალის დიდი დაბრუნება. ამის შესახებ ინფორმაცია სარა ჯესიკა პარკერმა „ინსტაგრამის“ საშუალებით გაავრცელა. 57 წლის მსახიობმა ფოტო განათავსა, რომელსაც შოუს სახელწოდება 201 ეპიზოდი აწერია.
პარკერმა 8,4 მილიონ გამომწერს ამით აცნობა, რომ ამჟამად მუშაობა სრული დატვირთვის სწორედ 201 -ე ეპიზოდზე მიმდინარეობს.
ჯერჯერობით პრემიერის თარიღი და სხვა დეტალები HBO Max-ს არ გაუსაჯაროებია.