LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკანდალური ფილმის პრემიერაზე მიმავალი, ანაფორაში გამოწყობილი ბიანკა სენსორი – კანიე უესტი ფილმის პოსტერს ავრცელებს

148
page

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კანიე უესტი და ბიანკა სენსორი ერთმანეთს დაშორდნენ, მცდარი აღმოჩნდა. ყველაზე ეპატაჟური წყვილი კვლავ ერთადაა, მეტიც, ისინი ბიანკას შესახებ გადაღებული სრულმეტრაჟიანი ფილმის მსოფლიო პრემიერისთვის ემზადებიან.

„ჩვენ ბიანკას კანიეს თვალით დავინახავთ“ – კანიე უესტი ბიანკა სენსორის შესახებ ფილმს გადაიღებს

სულ ცოტა ხნის წინ უესტმა ფილმის პოსტერი გაავრცელა, რომელშიც ბიანკა იატაკზე სრულად შიშველი წევს.

„ძალიან ვამაყობ ჩემი მეუღლით, რომელმაც თავის პირველ, სრულმეტრაჟიან ფილმში, რომელიც იაპონიაშია გადაღებული, მთავარი როლი შეასრულა“, – წერს არტისტი.

წყვილი ფილმის ჩვენებაზე მიმავალიც გადაიღეს, ამჯერად ბიანკა მონაზვნის ანაფორაში იყო გამოწყობილი.

ფილმის სიუჟეტის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, ჯერჯერობით მხოლოდ ის ვიცით, რომ მისი რეჟისორი იტალიელი ვანესა ბიკფორტია, პროდიუსერი კი თავად კანიე, რომელიც ასევე ფილმში საკუთარ თავს განასახიერებს.

„ეს იქნება საოცრად მოდური ფილმი, რომელიც ჩვენ ბიანკა სენსორის კანიეს თვალით დაგვანახებს. ეს იქნება სიმშვიდისა და ქაოსის ნაზავი. ყველაფერი ორიენტირებული იქნება ბიანკაზე, ის ვარსკვლავია“, – აცხადებს წყარო.

„გონს მოეგო და მიატოვა“ – კანიე უესტი და ბიანკა სენსორი ერთმანეთს დაშორდნენ

„დიახ, მე ვდომინირებ ჩემს მეუღლეზე! ის მილიარდერთანაა, რატომ უნდა გისმინოთ მან თქვენ, სულელ ღატაკებს?!“ – კანიე უესტი მილიონობით აღშფოთებულ ადამიანს პასუხობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები