LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სხვათა შორის ერთხელ გიგა გამინაწყენდა, არ ვიცი ეს უნდა ვთქვა თუ არა, მაგრამ მაპატიე დე…“ – რა გაიხსენა მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ

10676
ეკა კუპატაძე, გიგა ავალიანი

„ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს“ სტუმარია მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე.

მან შვილის შესახებ ისაუბრა და მისი ბავშვობის დროინდელი ემოციური ისტორია გაიხსენა:

„სხვათა შორის ერთხელ გიგა გამინაწყენდა, არ ვიცი ეს უნდა ვთქვა თუ არა, მაგრამ მაპატიე დე… ძალიან გაშიშვლებ…

მე სულ მოსწავლეები მყავდა, ერთი სამეცადინო მაგიდის მეტი არ გვქონდა, იქ ჩემი მოსწავლეები ისხდნენ და ჩემი შვილები მეცადინეობდნენ კალთაში, ლოგინზე წამოწოლილი, სკამზე წერდნენ.

როცა თბილისში გადმოვედით. ერთხელ ფიზიკაში რაღაცა მითითება უნდოდა და ვეღარ მოვახერხე და მე რომ მოსწავლეები დავამთავრე ღამის 1 საათზე, გიგას უკვე ეძინა. მერე დილით ვეღარ მოვასწარი და ასეთი რამ ვუთხარი – დედიკო ნახე, ვინმეს ექნება ამოხსნილი, დააკვირდი როგორ არის და დასვენებაზე ამოხსენითქო და ეწყინა, მითხრა – რას მთავაზობ, გადავიწერო დავალებაო. არადა მე ეს არ მიკადრებია, მე ვუთხარი, რომ დააკვირდი როგორ აქვს სხვას ამოხსნილითქო და მერე შენ ამოხსნითქო…“ – ამბობს ეკა კუპატაძე.

ცნობისთვის, 28 წლის მასწავლებელი, გიგა ავალიანი თბილისში, თემქის დასახლებაში, არასრულწლოვანების თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა. პროკურატურა საქმეს იძიებს. გიგა ავალიანის დედა, ეკატერინე კუპატაძე საქმის ობიექტურ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს. მისი თქმით, ბოლომდე იბრძოლებს, სანამ სამართლიანობა არ აღდგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g