მსახიობი სოფო გორელაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ (16 აპრილის ნომერი) იხსენებს, როგორ გაიკეთა სახეზე ლაზერული ბლეფაროპლასტიკა, რომლის შედეგიც „ინსტაგრამის“ გამომწერებს გაუზიარა, შემდეგ კი უამრავი კრიტიკული კომენტარი წაიკითხა:
„ამ ფოტოს ისეთი აჟიოტაჟი მოჰყვა, ცოტა არ იყოს, გავბრაზდი. ზოგიერთ ინტერნეტგამოცემებში პირდაპირ ჩემს ნეკროლოგებს ვკითხულობდი. წარმოუდგენელი რამე დაემართა სოფო გორელაშვილს, არავინ იცის, გადარჩება თუ არაო და ასეთი სათაურებით ვრცელდებოდა ჩემი ფოტო. არადა, ეს ფოტო თავად დავდე და დავწერე კიდევაც, ვინც ამ პროცედურას გაიკეთებთ, მზად იყავით-მეთქი.
როგორც წესი, ესთეტიკური პროცედურების შემდეგ ქალების დიდი ნაწილი სახლიდანაც არ გამოდის, სანამ რეაქცია არ გაუვლის. თქვენ კი ეს ფოტო თავად გამოფინეთ სოციალურ ქსელში. ეს რატომ გააკეთეთ?
მე პირიქით, როცა ცუდად გამოვიყურები, იმ ფოტოებსაც ვდებ ხოლმე. ჩვენ ხომ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, არავინ ვართ იდეალური და მიყვარს ბუნებრიობა…“