რობი უილიამსი „სოტბის აუქციონზე“ საკუთარი კოლექციიდან, ბენსკის სამ ნამუშევარს გაყიდის. საუბარია ნახატებზე „გოგონა ბუშტით“, „პოლიციელების კოცნა“ და „ვერტმფრენები“. აუქციონი 2 მარტს, ლონდონში გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ ნამუშევრების საწყისი ფასი 2-3,5 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
რობი უილიამსმა 24 მილიონ ფუნტად ვილა შეიძინა და ოჯახთან ერთად საცხოვრებლად შვეიცარიაში გადავიდა