Spice Girls-ის ვარსკვლავი მელ ბი, იგივე მელანი ბრაუნი დაქორწინდა. 50 წლის მომღერლის რჩეული თავისი სტილისტი, 37 წლის რორი მაკფია.
ცერემონია ლონდონის „წმინდა პავლეს საკათედრო ტაძარში“ ჩატარდა. მელ ბი ტრადიციულ, თეთრ საქორწინო კაბაში გამოწყობილი მივიდა საკურთხეველთან, ხოლო რორი შოტლანდიურ კილტში გამოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ ქორწილს Spice Girls-ის წევრთაგან მხოლოდ ემა ბანტონი დაესწრო.
ვიქტორია ბექჰემმა კოლეგასა და მეგობარს, მხოლოდ სოციალური ქსელის დახმარებით მიულოცა.
„გილოცავ მელ! რორი, ნამდვილი იღბლიანია!“, – დაუწერა ვიქტორიამ.
ცნობისთვის, მელ ბი და რორი მაკფი ერთმანეთს წლების განმავლობაში იცნობდნენ. წყვილი სამწლიანი ურთიერთობის შემდეგ, 2022 წელს დაინიშნა. მელ ბი მანამდე ორჯერ იყო დაქორწინებული.
Spice Girls-ის ვოკალისტი, მელანი ბრაუნი მესამედ თხოვდება – კაბას მისთვის ვიქტორია ბექჰემი ქმნის









