რამდენიმე დღის წინ, ბრიტანელმა არტისტმა, სტინგმა უკრაინას მხარი ღიად დაუჭირა და მათ სიმღერა, Russians მიუძღვნა.
„ამ სიმღერის დაწერიდან მრავალი წელი გავიდა და ის სულ რამდენჯერმე შევასრულე, რადგან ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ეს თემა კვლავ აქტუალური გახდებოდა. მაგრამ ერთი ადამიანის სისხლიანი გადაწყვეტილების გამო, შეჭრილიყო მშვიდობიან სახელმწიფოში, ეს სიმღერა კვლავ არის ჩემი ლოცვა კაცობრიობისთვის, მამაცი უკრაინელებისთვის, რომლებიც იბრძვიან ამ სასტიკი ტირანის წინააღმდეგ და იმ რუსებისთვის, რომლებიც აპროტესტებენ ამ ყველაფერს მიუხედავად მოსალოდნელი საფრთხისა. შევაჩეროთ ომი!“, – წერს სტინგი.
ახლა კი ცნობილი გახდა, რომ არტისტმა და მისმა მეუღლე, ტრუდი სტაილერმა უკრაინისთვის შექმნილ საქველმოქმედო ფონდში სოლიდური თანხა გადარიცხეს. ჯერჯერობით თანხის ოდენობა უცნობია. გარდა ამისა, სტინგის ოჯახი ბრიტანეთიდან უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას ინტენსიურად უგზავნის.
ვიდეო: ბექჰემებმა უკრაინელი ბავშვების დახმარების ფონდში 1 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადარიცხეს