LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ბექჰემებმა უკრაინელი ბავშვების დახმარების ფონდში 1 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადარიცხეს

135
Untitledgfhfhf

ბექჰემების ოჯახი, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მალევე გამოეხმაურა ვითარებას და საკუთარი მკაფიო პოზიციაც დააფიქსირა. დევიდმა და ვიქტორიამ სოციალური ქსელის მეშვეობით ემოციური პოსტები გაავრცელეს.

„როგორც ნებისმიერ მშობელს, გული მწყდება, როდესაც უდანაშაულო ბავშვებს ვუყურებ, რომლებიც ომის ზონაში ცხოვრობენ“ – დევიდ ბექჰემის ემოციური სიტყვები 

„არც ერთი ბავშვი არ უნდა იყოს მშობლებისგან, მშობლიური სახლისგან შორს“ – „ბექჰემის“ მხარდაჭერა უკრაინას 

სულ ცოტა ხნის წინ 46 წლის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა „ინსტაგრამზე“ ვრცელი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც საზოგადოებას უკრაინელი ხალხის დახმარებისკენ მოუწოდეს. მან „იუნისეფის“ ფონდში, რომელიც სპეციალურად უკრაინელი ბავშვების დასახმარებლადაა შექმნილი 1 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადარიცხა.

„დედები იძულებულნი არიან შვილებთან ერთად ქვეყნიდან გაიქცნენ, ბავშვები წამოაყენეს საწოლებიდან ღამე და ისინი წამიერად დევნილები გახდნენ. რადგანაც უკრაინის კონფლიქტი უკვე 2 კვირაა მიმდინარეობს, ბავშვები დიდი საფრთხის ქვეშ არიან“, – ამბობს დევიდი.

 

View this post on Instagram

 

A post shared by David Beckham (@davidbeckham)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები