46 წლის დევიდ ბექჰემი მსოფლიო ვარსკვლავებს უერთდება და უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს. სპორტსმენმა „ინსტაგრამზე“ ემოციური ფოტოები გაავრცელა, სადაც ნანგრევები და ომისგან დაზარალებული უკრაინელები ბავშვები არიან აღბეჭდილნი.
„უკრაინაში შემაძრწუნებელი მდგომარეობაა და ეს საშინელებაა იქ მცხოვრები ხალხისთვის. როგორც ნებისმიერი მშობელი, გული მწყდება, როდესაც უდანაშაულო ბავშვებს ვუყურებ, რომლებიც ომის ზონაში ცხოვრობენ. კონფლიქტის გამწვავებასთან ერთად ბავშვების საჭიროებაც იზრდება“, – წერს დევიდი და საზოგადოებას @UNICEF-ის მეშვეობით მათ დახმარებისკენ მოუწოდებს.
პოპულარული ჯგუფები Imagine Dragons და Green Day მოსკოვში დაგეგმილ კონცერტებს აუქმებენ