LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტივენ ჰოკინგის ოჯახი სკანდალური ფოტოების გავრცელების შემდეგ, განცხადებას აკეთებს

320
page

როგორც ცნობილია, ინტერნეტში გავრცელდა ფოტო, რომელიც „ეპშტეინის ფაილებიდან“ გახდა საჯარო. კადრში ცნობილი ფიზიკოსი და მრავალი თეორიის ავტორი, სტივენ ჰოკინგი, ორ ბიკინიში გამოწყობილ ქალს შორის ზის და იღიმის. არსებობს ვარაუდი, რომ ის შესაძლოა გადაღებული იყოს ეპშტეინის კუთვნილ, სენტ-ჯეიმსის კუნძულზე.

სტივენ ჰოკინგი ეპშტეინის ფაილებში აღმოაჩინეს – ვრცელდება ფოტოები

გარდაცვლილი ჰოკინგის ოჯახის წარმომადგენელმა გამოცემა Mirror-თან განცხადება გააკეთა.

„ნებისმიერი მინიშნება სტივენ ჰოკინგის მხრიდან არასათანადო ქცევაზე არასწორია და უკიდურესად შეურაცხმყოფელი“, – განაცხადა ოჯახის წარმომადგენელმა.

ჰოკინგის ოჯახი აცხადებს, რომ მსგავსი მინიშნებები უსაფუძვლოა და დიდი მეცნიერისა და მისი შთამომავლობის რეპუტაციას უსამართლოდ აზიანებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ეპშტეინმა სპეციალურად გადააკეთა წყალქვეშა აპარატი, რათა ჰოკინგს, რომელიც ეტლით გადაადგილდებოდა, ექსკურსიაში მონაწილეობა შესძლებოდა. აღსანიშნავია, რომ ჰოკინგი და ეპშტეინი ერთობლივ ფოტოზე ერთად არსად არ არიან დაფიქსირებულნი.

ცნობისთვის, ჰოკინგის სახელი მინიმუმ 250-ჯერ ფიგურირებს იმ მილიონობით ელექტრონულ წერილსა და დოკუმენტში, რომლებიც ახლახან ეპშტეინის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით გაასაჯაროვა.

ეპშტეინის ფაილებში აღმოჩენილი ცნობილი მოდელების სახელები და ერთ-ერთი მათგანი, რომელიც მისთვის მიუწვდომლად დარჩა

„მან გაიღვიძა და ოთახში ჯეი-ზი და ჰარვი ვაინშტაინი დახვდა“ – ბრალდებების ფონზე, ჯეი-ზი ქვეყანას კერძო თვითმფრინავით ტოვებს? – ეპშტეინის სკანდალური ფაილების მორიგი კასკადი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები