„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, პარტიამ ცესკო-ში წევრი წარადგინა.
გუნდს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ანა კობახიძე წარმოადგენს.
„მას აქვს 12 წელზე მეტი გამოცდილება საარჩევნო საკითხებში. არის არაერთი ცვლილების და ინიციატივის ავტორი რეფორმებთაბ დაკავშირებით. მისი მთავარი მიზანი იქნება მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული ყველა რეფორმის სისრულეში მოყვანა ცესკოში,”- განაცხადა ვაშაძემ.
