LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სტუმრად თამაში იოლი არასოდეს არის და ხვალაც რთულ შეხვედრას ველით“ – გიორგი მამარდაშვილი

307
2024-09-09_23-02-21_831493

სტუმრად თამაში იოლი არასოდეს არის და ხვალაც რთულ შეხვედრას ველით, – აღნიშნულის შესახებ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, საქართველო-ალბანეთის მატჩისწინა მოლოდინებსა და განწყობებზე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„სტუმრად თამაში იოლი არასოდეს არის და ხვალაც რთულ შეხვედრას ველით. ვიცით, რომ თამაშზე დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდა და ტრიბუნები სავსე იქნება. თუმცა ჩვენ წარმატებას მისაღწევად მაქსიმუმს გავაკეთებთ.

საქართველოს ნაკრების კარის მშრალად შენახვა პირველად სწორედ ალბანეთში მოვახერხე. მაშინ ევროპული კარიერა ახალი დაწყებული მქონდა. ამის შემდეგ, ვფიქრობ, საკმაოდ დიდი გამოცდილება შევიძინე. იმედია, რომ ისე ვითამაშებთ, როგორც ჩეხეთთან, გავიმარჯვებთ და ამ სტადიონიდან კარგი მოგონებები დამრჩება“, – ამბობს გიორგი მამარდაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g