LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სულ გაგიჟდა“- აი ასე აღნიშნა კანიე უესტმა კიმისა და პიტის განშორება

361
page

მას შემდეგ, რაც კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი ერთმანეთს დაშორდნენ, ჰიპ-ჰოპ არტისტი არაერთგზის ეცადა ყოფილი მეუღლე შემოერიგებინა, თუმცა რეალითი შოუს ვარსკვლავმა კომიკოს, პიტ დევიდსონთან გააბა რომანი. ამის შემდეგ კანიე ბევრს ლოცულობდა და ღმერთს ცოლის დაბრუნებას სთხოვდა.

„ღმერთო, გთხოვ ჩვენი ოჯახი კვლავ გააერთიანე“ – კანიე უესტი „ინსტაგრამზე“ გულის გამგმირავ პოსტს ავრცელებს

და აი, 41 წლის კიმი და 28 წლის პიტი 9 თვიანი რომანის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. ინსაიდერების განცხადებით, მიზეზი დევიდსონის პატარა ასაკი იყო.

„ის უმწიფარია“ – კიმ კარდაშიანი და პიტ დევიდსონი 9 თვიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ

მათი განშორება უესტმა პომპეზურად აღნიშნა და ფოტო გაავრცელა, ეს არის გაზეთი New York-ის ყალბი ფურცელი, სადაც ნეკროლოგია განთავსებული.

„სკიტ დევიდსონი 28 წლის ასაკში გარდაიცვალა“, – წერია ფურცელზე. ამის გამო, კანიემ გამომწერებისგან ნეგატიური კომენტარები დაიმსახურა.

„ეს სულ გაგიჟდა“, ,,რა მდაბიო საქციელია“, ,,უკბილო ხუმრობა“, – წერენ კომენტარებში.

ჩვენ კი დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, შესაძლოა მალე კიმი და კანიე კვლავ ერთად გამოჩნდნენ.

ფოტო: კანიე უეესტმა კიმ კარდაშიანს წითელი ვარდებით სავსე მანქანა გაუგზავნა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები