LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სულ მალე, მარტინ სკორსეზეს მიერ გადაღებული „Beatles ’64“ გამოვა – ახალი დეტალები

137
page

ლეგენდარულმა კინორეჟისორმა მარტინ სკორსეზემ ეპოქალური ჯგუფის, The Beatles-ის შესახებ ახალი დოკუმენტური ფილმი, Beatles ’64 გადაიღო. მასთან ერთად პროექტზე, დევიდ ტედეშმა იმუშავა. ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერი იყო ჯონ ლენონის ვაჟი, შონ ონო ლენონი.

ფილმი ბენდის ამერიკაში პირველ ვიზიტზე მოგვითხრობს. ფილმი Disney+-ის პლატფორმაზე 29 ნოემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი.

აღსანიშნავია, რომ ფილმში ჯგუფის აქამდე უცნობი კადრები იქნება წარმოდგენილი. მათ შორის ალბერტ და დევიდ მეისლების მიერ გადაღებული კადრები, რომლებიც 4K ხარისხში აღადგინეს.

ცნობისთვის, ფილმში პოლ მაკარტნისა და რინგო სტარისა ახალ ინტერვიუებსაც ვნახავთ.

ვიდეო: სემ მენდესი The Beatles-ის თითოეულ წევრის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს გადაიღებს

Yesterday პირველი სიმღერაა, რომლის წყალობითაც უფროსმა თაობამ Beatles-ის შემოქმედება დააფასა – ერთი სიმღერის ისტორია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები