კარანტინი ნუ შეგაშინებთ. აიღეთ მაგალითი ტაილანდის მეფისგან. მას არ ეშინია, რომ არ ეყოფა წიწიბურისა და ტუალეტის ქაღალდის მარაგი. თვითიზოლაციაში მან ვაჟკაცურად აირჩია წასვლა. გერმანიის ერთ-ერთ ძვირადღირებულ სასტუმროში, კურორტ გარმიშ-პარტენკირხენში 20 ქალთან ერთად განმარტოვდა.
კარანტინში მყოფებიდან ვიღაც ინტერნეტიდან ფილმებს იწერს, ზოგი თამაშს, ზოგი გემრიელობებს ამზადებს, ხოლო მეფემ გადაწყვიტა, რომ თვითიზოლაციაში ჰარამხანის გარეშე, რომელიც 20 ქალისგან შედგება, ვერ გავიდოდა ფონს.
ცერემონია, ცოლების მონაწილეობით
მეფე მაჰა ვაჯირალონგკორნმა კურორტზე საკუთარი მოსამსახურეც წაიყვანა. თუმცა ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია, 20 ქალს შორის არის თუ არა მისი ოფიციალური 4 ცოლიდან რომელიმე.
საინტერესოა, თუ ტაილანდში კარანტინი დიდხანს გაგრძელდება, ხომ არ აღმოჩნდება, რომ ამ ოციდან რომელიმე ქალი სულ ტყუილად იყო წასული, თუ მეფეზე შეიძლება ჯერ კიდევ ვთქვათ – ვაუ.
ასე გამოიყურება ტაილადის მეფე დასვენების დროს
სხვათა შორის მეფე კორონავირუსით დაინფიცირების რისკის ქვეშაა, ის 67 წლისაა. მაგრამ ჯანმრთელობის მხრივ, როგორ ჩანს, ყველაფერი წესრიგში აქვს, რადგან თვითიზოლაციაში წასვლა ოც ქალთან ერთად გადაწყვიტა.
თუმცა, მისი მთავარი სიყვარული არა ქალები, არამედ პუდელები არიან, მაგრამ ეს სულ სხვა ისტორიაა…
შეგახსენებთ, ტაილანდში საგანგებო მდგომარეობა 30 აპრილამდე მოქმედებს.