“ქართული ოცნების” წევრი და დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი ფიქრობს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე, თამარ ჟვანია კომპეტენტურია და საარჩევნო პროცესებს კარგად უძღვებოდა.
ჟურნალისტების კითხვაზე კი – უნდა გადადგეს თუ არა, ცესკო -ს თავმჯდომარე, მაჭარაშვილმა უპასუხა, რომ მისი გადადგომა-არ გადადგომის საკითხი ნამდვილად არ არის არც პოლიტიკური შეთანხმების აქტში და არც ოპოზიციის საქმე.
“რაც შეეხება ქალბატონ თამარ ჟვანიას, რომელიც საკმაოდ კომპეტენტურია და საარჩევნო პროცესებს კარგად უძღვებოდა, მისი გადადგომა-არ გადადგომის საკითხი ნამდვილად არ არის არც პოლიტიკური შეთანხმების აქტში და არც ოპოზიციის საქმე. აქ მთავარია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფორმირება მოხდება ისე, როგორც ეს შეთანხმებაში წერია,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.