LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ კორძაია: „კობახიძე თვლის, რომ თუ თვითონ მისცემს არასამთავრობო ორგანიზაციებს ფულს, პრობლემა მოგვარდება, რაც ასე არ არის – ის საქართველოს მოქალაქეებს 14-მილიარდიან დახმარებას უკარგავს და ქვეყანას იზოლაციაში აქცევს“

152
თამარ კორძაია

„ირაკლი კობახიძე თვლის, რომ თუ თვითონ მისცემს არასამთავრობო ორგანიზაციებს ფულს, პრობლემა მოგვარდება, რაც ასე არ არის“, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

აღნიშნულით კორძაია პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც მთავრობა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდის ქმნის.

თამარ კორძაიას შეფასებით, ეს ინიციატივა, ქვეყანაში თავისუფალი სივრცისა და სიტყვის დევნაა.

ირაკლი კობახიძე – არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დავაფუძნებთ საგრანტო პროგრამას – ქართული ორგანიზაციები ერთი ორად მეტ დაფინანსებას მიიღებენ, ვიდრე დონორებისგან იღებენ

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განაცხადით 450-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ანუ უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების დიდმა ნაწილმა მიმართა.“

„თუ „რუსულ კანონს“ გააუქმებენ, ძალიან კარგი ინიციატივა იქნება, მაგრამ, რატომ უნადგურებენ საქართველოს მოქალაქეებს იმ 14 მილიარდიან დახმარებას, რომელიც როგორც სახელმწიფო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებზე შეიძლება გადანაწილდეს? მთავარი ის არის, რომ ეს თავისუფალი სივრცისა და სიტყვის დევნაა ქვეყანაში.

კობახიძე თვლის, რომ თუ თვითონ მისცემს არასამთავრობო ორგანიზაციების ფულს პრობლემა მოგვარდება, რაც ასე არ არის. კობახიძე საქართველოს მოქალაქეებს 14 მილიარდიან დახმარებას უკარგავს და ქვეყანას იზოლაციაში აქცევს“. – განაცხადა თამარ კორძაიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g