ახლახან თამუნა ამონაშვილი და რეზიკო არჩვაძე ტყუპების მშობლები გახდნენ. ამის შესახებ და ასევე მეუღლესთან ურთიერთობის რთულ პერიოდებზე მომღერალი ჟურნალ „თბილისელებს“ (15 დეკემბრის ნომერი) ესაუბრება.
თამუნა ამონაშვილი:
პატარები პირველ სექტემბერს დაიბადნენ, უკვე სამი თვის არიან და მათი მოვლენით სრულიად ამოყირავდა ჩემი ცხოვრება, კარგი გაგებით.მადლობა უფალს ყველაფრისთვის, იმისთვის, რომ ამხელა ძალა მომცა, ასეთი საჩუქარი გამიკეთა… ჩემი შვილები ჩემთვის სამყაროს საჩუქრები არიან. გაჩენის შიში მქონდა და ბევრი წელი მომიწია ლოდინმა. მიუხედავად იმისა, რომ ვმკურნალობდი, ძალისხმევა არ დამიკლია, არ გამოდიოდა. მაშინ მომწიფდა და მოხდა ეს ყველაფერი, როცა დრო იყო და სამყარომ ამხელა საჩუქარი გამომიგზავნა.
ბიჭი რეზიკოს ასლია, მამას ჰგავს, გოგო კი ნაკვთებით უფრო ჩემკენაა.
რაც შენი დედობის ამბავი ფართო საზოგადოებაში გამჟღავნდა, სოციალური ქსელი აჭრელდა. თუ ადევნებ თვალს და კითხულობ კომენტარებს?
საერთოდ არ შევდივარ სოციალურ ქსელში. თუ რაიმე ნეგატიურს დაწერს ვინმე, ეს მათი პრობლემაა და არა ჩემი. ვინც პოზიტიურ კომენტარს დაწერს, მათ მადლობას ვუხდი. მე და რეზიკო გარკვეული პერიოდი ცალ-ცალკე ვცხოვრობდით, მე აქ ვმუშაობდი და რეზიკო – უცხოეთში. ასე სჭირდებოდა ჩვენს ოჯახს. ჩვენ არ დავშორებულვართ. ფაქტია, ერთად ვართ და ვზრდით ორ არაჩვეულებრივ შვილს.
