თამუნა მუსერიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ (20 ოქტომბრის ნომერი) საუბრობს იმის შესახებ, თუ რატომ არ უნდოდა, რომ მოპარული შვილი ყოფილიყო:
„არ ვიცი, რატომ ურჩევნიათ და უხარიათ, რომ მოპარულები არიან და არა უარყოფილები. პირიქით, მართლა გული გამისკდებოდა, რომ გამეგო, მოპარული ვიყავი და არა უარყოფილი. ფაქტობრივად, გამოვიდოდა, რომ უბედურებაში ჩემი აღმზრდელი მშობლების ხელი ერია, ამიტომ რატომ ურჩევნიათ მოპარულებს ეს ამბავი, ვერ ვხვდები, რადგან მაინც აღმზრდელი მშობელი იწირება, რომელიც ყველაფერს დებს და წირავს შენს აღზრდაში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა არც იცოდა, ვისი შვილი აჰყავდა, არც შვილის ისტორია იცოდა, მაინც რაღაც პროცენტით დამნაშავეები არიან, რადგან კარგად არ გამოიკვლიეს. ალბათ, ჯერ კარგად უნდა გაიგო, ვისი შვილი აგყავს გასაზრდელად, თუმცა ახლა ძალიან ბევრი დედა გვყავს, რომლებიც ახლა ეძებენ შვილის დედებს და არ იციან, ვინ არიან…“