LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თათა ვარდანაშვილი მამის გარდაცვალების და მძიმე დეპრესიის შესახებ: „ორი გაზაფხული ისე მოვიდა, რომ საერთოდ ვერ გავიგე… აღმოვაჩინე, რომ ჩემი შვილიშვილებისთვის ძალიან საჭირო ვიყავი…“

301
თათა ვარდანაშვილი

ანამარია ხოდელი, თათა ვარდანაშვილს ახლა ეს სახელი აქვს. მას შემდეგ, რაც მას საწარმო წაართვეს, ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და მძიმე დეპრესია ჰქონდა, ახლა კი ჟურნალ „სარკესთან“ ჰყვება, რომ შვილიშვილებმა კვლავ დაუბრუნეს სიცოცხლის ხალისი:

„შევეგუე იმ აზრს, რომ ჩემს ყოფილ წარმოებას არავინ დამიბრუნებდა. გადავწყვიტე, სოფელში გადავსახლებულიყავი, პანდემიის პირველი ტალღა რომ დაიწყო, მაშინ ავიღე აგროსესხი, გადავწყვიტე, თხების ფერმა გამეკეთებინა და თხები ვიყიდე. მამასთან ერთად ვაპირებდი იქ გადასვლას, მაგრამ სამწუხაროდ, მამა გარდამეცვალა და მეც ვერ შევძელი მთლიანად სოფელში გადასახლება. ეს მოხდა 2021 წელს. მამის გარდაცვალებამ ძალიან მძიმე დაღი დაასვა ჩემს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, რადგან ძალიან ერთგული და ყველაზე ახლო მეგობარი იყო ჩემი. თან, ჩემს ხელში დალია სული და ძალიან მძიმედ გადავიტანე ეს ამბავი.

ორი გაზაფხული ისე მოვიდა, რომ საერთოდ ვერ გავიგე, დრო როგორ გავიდა. ერთი პერიოდი მონასტერშიც წავედი და მაგან ცოტა მიშველა. ეს მდგომარეობა მანამდე გამიგრძელდა, სანამ არ აღმოვაჩინე, რომ ჩემი შვილიშვილებისთვის ძალიან საჭირო ვიყავი. ახლა კი ვგეგმავ, ჩემი საქმიანობა თავიდან დავიწყო…

ტყუპი ქალ-ვაჟი ჰყავს დემეტრეს, ალექსანდრა და მაქსიმე. ორი წლისა და ცხრა თვისანი არიან უკვე, გოგო თეთრი და ქერაა და ბიჭი ჩემი შვილის ასლია – ხორბლისფერი, შავი თმითა და შავი დიდი თვალებით…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g