ნიკოლა პელტცმა მეუღლის, ბრუკლინ ბექჰემის ოჯახს ირიბი, თუმცა მკაფიო გზავნილი გაუგზავნა და „მტკივნებულ ადგილზე ფეხი დააჭირა“.
ნიკოლამ სარკის წინ გადაღებული „სელფი“ გააზიარა. ფოტოზე პელტცი ლურჯ ბიკინში პოზირებს და მკაფიოდ აჩენს ტატუს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტატუ ახალი არ არის, მისი ხაზგასმა ბევრისთვის ბრუკლინ ბექჰემის ოჯახისადმი მიმართული ფარული მესიჯის ნიშნად იქცა.
ტატუ იდიშურ ენაზეა შესრულებული და ითარგმნება როგორც „ოჯახი უპირველეს ყოვლისა“.
ცნობისთვის, ახლახან ბრუკლინ ბექჰემმა დუმილი დაარღვია და „ინსტაგრამ სთორიში“ მშობლებთან, დევიდ და ვიქტორია ბექჰემებთან დაპირისპირებას ვრცელი მიმართვით შეეხო, რითაც საბოლოო ახადა ფარდა დრამატულ კონფლიქტს.
„ჩემი ოჯახისთვის საჯარო პოპულარიზაცია და რეკლამები ყველაფერზე მაღლა დგას. ბრენდი „ბექჰემი“ პირველია. „ოჯახური სიყვარული“ კი იზომება იმით, თუ რამდენს აქვეყნებ სოციალურ ქსელში ან რამდენად სწრაფად ტოვებ ყველაფერს, რათა ოჯახურ ფოტოსესიაზე პოზირება შეძლო“, – წერს ბექჰემების უფროსი ვაჟი.
