LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თავიდანვე ვითხოვე, უარყოფითი კომენტარებისგან თავი შეგეკავებინათ…სასტიკად ვგმობ სხვის ლანძღვას! ყველა ღმერთის წინაშე ვაგებთ პასუხს“ – თამუნა მუსერიძის მიმართვა გულშემატკივრებს

271
თამუნა მუსერიძე

მას შემდეგ, რაც თამუნა მუსერიძემ ბიოლოგიური დედა იპოვა, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ადამიანებს თხოვნით მიმართა, რომ უარყოფითი კომენტარებისგან თავი შეეკავებინათ, რადგან მის ბიოლოგიურ დედას მასთან ურთიერთობა „იმ შემთხვევაში სურდა, თუ თამუნა იტყოდა, რომ ის მოპარული ბავშვი იყო“.

ვიდეო: „თუ შენ საჯაროდ არ იტყვი, რომ ხარ მოპარული ბავშვი, მაშინ ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდებაო“ – თამუნა მუსერიძე პასუხობს კითხვას, რატომ არ სურს ბიოლოგიურ დედას მასთან ურთიერთობა

ვიდეო: თამუნა მუსერიძე დედის შესახებ: „ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და ებრძვის სიმსივნეს…“

აღნიშნულმა, თამუნას გულშემატკივრებში უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია, რაც სოციალურ ქსელშიც დააფიქსირეს. სწორედ მათი მისამართით, თამუნა მუსერიძე Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს და „სასტიკად გმობს სხვის ლანძღვას“.

„ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც გულთან მიიტანა ჩემი ამბავი. მე მესმის, რომ ყველას გინდათ, რაღაცით მხარდაჭერა გამოხატოთ. იქნება ეს კომენტარის, თუ სტატუსის დაწერა, მაგრამ მე თავიდანვე ვითხოვე, რომ უარყოფითი კომენტარებისგან თავი შეგეკავებინათ.

სასტიკად ვგმობ სხვის ლანძღვას და სოციალურ გვერდზე შევარდნას. ჩვენ ყველა ღმერთის წინაშე ვაგებთ პასუხს. დამატება საჭირო აღარ არის. აქვე დავამატებ. ნუ მოიხსენიებთ ცუდ კონტექსტში ჯიხაშკარს. ბოლო-ბოლო მეც იქიდან აღმოვჩნდი 😀 ფაქტი მივიღოთ ფაქტად, ცხოვრება გრძელდება 🙏“, – წერს თამუნა მუსერიძე.

„სანამ ბიოლოგიურ დედას შევხვდებოდი რაღაცები მოხდა, მამას დავურეკე და ვუთხარი, რომ ძალიან გამწარებული ვართ მეთქი..“ – თამუნა მუსერიძე გამომწერების კითხვებს პასუხობს

„სხვა ადამიანის 40 წლის წინანდელი დანაშაულის ძიება და მისკენ ხელის გაშვერა არ ათავისუფლებს მშობელს დღევანდელი საქციელისგან, როდესაც დღეს, 40 წლის მერე შვილს ეუბნები, რომ მე ვლოცულობ, შენ ჩემი შვილი არ იყოო“ – თამუნა მუსერიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g