მომღერალი ლოლა წერეთელი ამბობს, რომ ცხოვრებაში ყველაფერს თავისი დრო აქვს. როგორც მან აღნიშნა ის 11 აგვისტოს 60 წლის ხდება და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი რამ ისე არ გამოვიდა, როგორც გეგმავდა.
„11 აგვისტოს 60 წლის ვხდები. ყველაფერს თავისი დრო აქვს. თავის დროზე ვერც გავთხოვდი და ვერც ბავშვი მეყოლა, არ გამოვიდა. ახლა უნდა ვაჩუქო ყველას ჩემი სიყვარული ჩემი სიმღერებით. ისე მინდა წავიდე ამ ქვეყნიდან, რომ კარგი სახელი მქონდეს“, — აღნიშნა მომღერალმა გადაცემაში „დღის პოსტი“.