2021 წლის 15 სექტემბერს, ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.
„დედა ხომ ის ადამიანია, ვისაც თვალდახუჭული მიჰყვები სრულიად ახალი სამყაროს შესაცნობად – იბადები!!!
დღეს ჩემი დედის დაბადების დღეა. ის, რომ ყველა დედა განსაკუთრებული და გამორჩეულია ბოლო დროს ამ საკითხზე სხვა აზრი ჩამომიყალიბდა, მაინც ვერ ვკადნიერდები და დღეს მაინც ვამბობ, დიახ, დედა ღმერთია დედამიწაზე.
ბოლოს ამ ქვეყნიდან გასვლისას საგულდაგულოდ მომზადებული სამოსით (რომელიც თავად შეარჩია) გამოწყობილი გაეცნო სიკვდილს, ჩემს კოპწია დედასთან, დარწმუნებული ვარ, სიკვდილმა ჯენლტმენობა გამოიჩინა და სამოთხის კარამდე მიიყვანა, იქ მასაც ძალიან ახალგაზრდა შვილი დახვდა!
გილოცავ დედა შენს დღეს.
P.S. დიდი პატივისცემით და სიყვარულით ჩემს ფბ-მეგობრებს მოგმართავთ, ვინც ღიად თუ პირადში, დედობას არა, მაგრამ პოზიციას მიწუნებთ.
გეტყვით, რომ მთელი ცხოვრება ფარად ვედგები ახალგაზრდობას, რომელსაც უკეთესი მომავალი უნდა, ახალგაზრდობას, რომელიც ღირსებას არასოდეს გაყიდის, დიახ, უკეთესი მომავლისთვის მათთან ერთად ვიბრძოლებ, ის რომ თითო-თითოდ ვინმე გამოერევა ცუდის მქმნელი, ამის ნათელი მაგალითი პირადად გამოვცადეთ, სწორედ თავისი თაობის ბიჭებს ასროლინეს ზურგიდან მიპარულად, აბა, პირისპირ ნიკოს თავისი თაობა არასოდეს ესროდა!!!
მე მეამაყება ჩვენი ახალგაზრდები, ჭკვიანები, ახალი ხედვით!
დიახ გამართული ქვეყანა მინდა მათთვის, გამართული ინსტიტუტებით, სადაც შვილმკვდარ დედას ვაჭრობას არ გაუმართავენ!!
სინდისი და ღირსება არ იყიდებაო, ესეც დედამ მასწავლა!
უფალმა ნათელი დაუმკვიდროს ჩემს დედას.
ჩვენს შვილებს კი უფალი ფარავდეს, მხოლოდ ერთს ვურჩევ მათ, როგორც ჩემს შვილებს, ემეგობროთ უფალთან.
დავით კაკაბაძის ეს ნამუშევარი ძალიან მიყვარს!“ – წერს იზა ომაძე.
იზა ომაძე: „ახალგაზრდების სისხლი და წართმეული მომავალი მოეკითხება ყველას..“
