მსახიობი კახა მიქიაშვილი „დილა მშვიდობისა საქართველოსთან“ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან პირად შეხვედრებსა და ურთიერთობას იხსენებს და მაყურებელს საინტერესო დეტალს უზიარებს:
„დაგვიძახებდა ხოლმე, წამო, ჩაი დავლიოთო. ბედნიერები ვისხედით ყველანი. სადილი იყო და უნდა გეჭამა ყველაფერი… რომ არ გეჭამა, ბრაზობდა. აბა, გადაიღეო, თავისი თეფშიდან მოგაწოდებდა, თავის ლუკმას მოგაწოდებდა…“
