ჟერარ პიკესგან და დაძაბული გარემოსგან მაიამიში გამოქცეული შაკირა კვლავ სანაპიროზე გადაიღეს. ის შვილებთან ერთად ნავით სეირნობისთვის ემზადებოდა. მას მოკლე სარაფანი ეცვა და ბრწყინვალედ გამოიყურებოდა.
„თავისუფალი და ფეხშიშველი“, „ახალი ცხოვრება აქვს წინ“, „მშვენივრად გამოიყურება“, – წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, გასულ კვირას შაკირამ ახალი სინგლი, სახელწოდებით Acróstico გაავრცელა, რომელიც თავის ვაჟებს, საშასა და მილანს მიუძღვნა. აღსანიშნავია, რომ ნამუშევრის ტექსტი აბრევიატურებისგან შედგება, თითოეული სტრიქონის პირველი ასო ბავშვების ინიციალებს აღნიშნავს.
ახალი სიყვარულით გასხივოსნებული შაკირა იახტის სამართავად ემზადება