თბილისის საკრებულოსთან ხმაურია, „ბავშვთა სამყაროს“ ხანძრით დაზარალებული მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოხდა.
მოვაჭრეებმა სცადეს, საკრებულოს წინ კარვები გაეშალათ, ამისი უფლება კი პოლიციამ არ მისცა.
დაპირისპირება სამართალდამცველებსა და დაზარალებულებს შორის კვლავ გრძელდება. მოვაჭრეები ხელისუფლებისგან კომპენსაციას ითხოვენ.