თბილისში აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლების მხარდამჭერი მარში მიმდინარეობს.
საპროტესტო მსვლელობას აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების მშობლებთან და მოქალაქეებთან ერთად ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები, სხვადასხვა დაავადებების მქონე ბავშვების მშობლები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები შეუერთდნენ.
“ოთხი ღამეა, 24 საათი ქუჩაში დედები ღამეს ვათევთ. ვეხვეწებით, ვემუდარებით და ვტირით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეგვხვდეს. ამ ბავშვებს სიცოცხლესთან შეუთავსებელი პრობლემები აქვთ, ამიტომ ჩვენ შვილებს ჩვენი დახმარება სჭირდებათ. იმედი მაქვს, პრემიერ-მინისტრი მთელ საქართველოს ანახებს, რომ ქართველი ბავშვები მართლა უყვარს და მათ არ გაწირავს”,- აცხადებს აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ერთ-ერთი ბავშვის მშობელი, ქეთევან ბეგიაშვილი.