თბილისში არასრულწლოვანი ბიჭი გააუპატიურეს. შემთხვევა გუშინ, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ფაქტი შსს-მ “ფორტუნასთან” დაადასტურა. უწყების ინფორმაციით, გაუპატიურებაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.