LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში სამი ადამიანი: მშობლები და შვილი გარდაცვლილი იპოვეს – არსებული ინფორმაციით, მიზეზი სიმაღლიდან ვარდნაა

3912
შსს

არსებული ინფორმაციით, თბილისში, ნავთლუღის ქუჩაზე სამი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. ადგილობრივების ცნობით, გარდაცვლილები არიან ერთი ოჯახის წევრები – მშობლები და შვილი.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი მათივე საცხოვრებელი კორპუსის მაღალი სართულიდან ვარდნა გახდა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ ეტაპზე სუიციდის ვერსია განიხილება, თუმცა სხვა ვერსიების მიმართულებით გამოძიება დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g