თბილისში შემოდგომაზე ექვსი განახლებული საბავშვო ბაღი გაიხსნება – ამის შესახებ ინფორმაციას საბავშვო ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ექსპლუატაციაში ეტაპობრივად კიდევ სამი ბაღი შევა, რომელთა რემონტიც მიმდინარეობს.
საბავშვო ბაღების ავარიულ შენობებს გამაგრება-რეკონსტრუქცია უტარდება. მათგან შვიდი კაპიტალურ გამაგრებას ექვემდებარება, ორ შენობაში კი ავარიული ფლიგელების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სააგენტოს ინფორმაციით, შენობების გამაგრების პარალელურად, განახლდება საბავშვო ბაღების ეზოები – შეიცვლება გზის საფარი და მოეწყობა სათამაშო მოედნები.
სააგენტოს გეგმის თანახმად, სექტემბერში, გაიხსნება შემდეგი ბაღები: 100-ე, 170-ე, 200-ე, 150-ე, 126-ე, 144-ე. მე-2 ბაღის გახსნა კი 2020 წლის სექტემბერშია დაგეგმილი.