მოცეკვავე და ქორეოგრაფი, ცეკვის სახელოსნო „თედასის“ ხელმძღვანელი თეა დარჩია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და აცხადებს, რომ მისი მისამართით ცრუ ინფორმაცია ვრცელდება.
როგორც თეა დარჩია წერს, ვრცელდება ჭორები, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, რუსთაველზე ცეკვის სანაცვლოდ თანხა აიღო, რაც ქორეოგრაფის თქმით, ცილისწამებაა.
„ვრცელდება გაუგონარი ჭორები ჩემზე, რომ რუსთაველზე ცეკვისთვის მე 100 000 და 50 000ლ. ავიღე. ამ სიმართლით გატაროთ ღმერთმა!
ღმერთმა იცის, რომ კაპიკი არ ამიღია უკანონოდ დაკავებულების და უდანაშაულო ბავშვების გასათავისუფლებელ აქციებზე, ჩემი ცეკვით გამოხატულ პროტესტში!
გრცხვენოდეთ და გტანჯავდეთ ცილისწამება, რომელსაც ასე უნამუსოდ და თან დარწმუნებით ავრცელებთ!“ – წერს თეა დარჩია სოციალურ ქსელში.
ვრცელდება გაუგონარი ჭორები ჩემზე, რომ რუსთაველზე ცეკვისთვის მე 100000 და 50000ლ. ამვიღე.🤯ამ სიმართლით გატაროთ ღმერთმა!…
Posted by Tea Darchia on ორშაბათი, 31 მარტი, 2025