LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა გვასალია: “რომელიმე შვილს რომ დაერეკა და ეთქვა, დედა, შატალოზე ვართ ვაკის პარკშიო, არ გამიხარდებოდა, მაგრამ იმ მხრივ მაინც ვიქნებოდი მშვიდად, რომ ბავშვები უსაფრთხო ადგილას იყვნენ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო პარკში, სადაც მთელი ბავშვობა მაქვს გატარებული”

551
BeFunky-collage

ყოფილი ტელეწამყვანი თეა გვასალია ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

გვასალია წერს, რომ პარკი მას უსაფრთხო ადგილად მიაჩნდა, რადგან მთელი ბავშვობა და სტუდენტობა იქ გაატარა.

თეა გვასალია ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყნის განვითარებას ბევრი ფაქტორი ამუხრუჭებს, მათ შორის საპატიო ადგილები ნეპოტიზმს, არაპროფესიონალიზმს და უპასუხისმგებლობას უკავია.

“ჩემთვისაც კი, გიჟ დედად რომ ვითვლები, დღემდე მანქანით მიმყავს და მომყავს შვილები დანიშნულების ადგილას და იქიდან სახლში, ვერ ვიტან ექსკურსიებს, რადგან გონება დაუნდობლად მიხატავს ყველა შესაძლო უბედურებას, რაც იქ შეიძლება მოხდეს, მიკროავტობუსის ავარიიდან დაწყებულს, ბავშვის კლდიდან გადაჩეხვით და წყალში ჩავარდნით დამთავრებულს, სრულწლოვანი ელენე, თავისი ოქროს მედლით, სამი ენით და სხვა ბონუსებით, პრაქტიკულად ძალით რომ დავტოვე თბილისში ბაკალავრიატის აქ დასამთავრებლად და უკვე ღამის კოშმარები მტანჯავს იმის წარმოდგენით, მაგისტრატურა საზღვარგარეთ რომ უნდა გაიაროს, რომელიმე შვილს რომ დაერეკა და ეთქვა, დედა, შატალოზე ვართ ვაკის პარკში და არ შეგეშინდესო, ცხადია არ გამიხარდებოდა სკოლიდან გაპარვის ფაქტი, მაგრამ იმ მხრივ მაინც ვიქნებოდი მშვიდად, რომ ბავშვები უსაფრთხო ადგილას იყვნენ და ჩავთვლიდი, რომ ალიკაპის გარეშე სასეირნოდ გამოყვანილი უპასუხისმგებლო მოქალაქის მგლისხელა ძაღლი თუ შეაშინებდათ, თორემ სხვა რა შეიძლებოდა მომხდარიყო პარკში, დღისით მზისით, სადაც მთელი ბავშვობა და სტუდენტობა მაქვს გატარებული.

იმ ანგელოზივით გოგონას გაუბედურებულ ოჯახს ამით რა ეშველება, ან რა სიტყვებით უნდა მიუსამძიმრო ადამიანმა, მაგრამ მთელი საზოგადოება ველოდებით საჩვენებელ, უმკაცრეს განაჩენს „გრინ სერვისია“ თუ რაღაც ჯანდაბა ფირმის ხელმძღვანელისა და იმ კონკრეტული პირისთვის, ვინც აუზის უსაფრთხოებაზე არ იზრუნა უცოდინრობით ანდა იმ იმედით, რომ ბავშვებით სავსე პარკში, წყალში არავინ ჩავიდოდა. ამ ქვეყნის განვითარებას ბევრი ფაქტორი ამუხრუჭებს, მათ შორის საპატიო ადგილები ნეპოტიზმს, არაპროფესიონალიზმს და უპასუხისმგებლობას უკავია,” – წერს თეა გვასალია.

ამავე თემაზე:

როგორია ვაკის პარკში დაშავებული ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა: „მომავალი 24 საათი გადამწყვეტია, ტვინის დაზიანებისა და სხვადასხვა დინამიკის შესაფასებლად“

“ბევრი კითხვა ისმის ტექნიკურად რას შეიძლებოდა გამოეწვია ბავშვის დაღუპვა და ვისი “მოღვაწეობის” ბრალი შეიძლება იყოს მომხდარი, ვეცდები ავხსნა…” – რას წერს ცნობილი მოქანდაკე ირაკლი ჟვანია

“მისი გადარჩენა ვერ მოვახერხეთ” – პირველი ინტერვიუ მებაღესთან, რომელმაც შადრევნიდან ბავშვები ამოიყვანა

ვინ არის კაცი, რომელმაც დღეს ვაკის პარკში ბავშვები გადაარჩინა

“ბიჭების გადასარჩენად ჩავიდა აუზში” – რას ჰყვება თვითმხილველი მარიტა მეფარიშვილზე

ვაკის პარკში დაღუპული მოზარდი 2021 წელს ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონი გახდა

დადგინდება ყველა ბრალეული პირის ვინაობა, რომლებიც კანონის სრული სიმკაცრით იქნებიან დასჯილი – შსს ვაკის პარკის ტრაგედიაზე

მეც გაუბედურებული ვარ…თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი: კახა კალაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები