LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტეილორ სვიფტი სიმღერის – Opalite კლიპის პრემიერა YouTube-ზე არ შედგება – გაიგე მიზეზი

133
photo-collage.png (16)

ტეილორ სვიფტი სიმღერის – Opalite კლიპს გამოუშვებს. არტისტის ინფორმაციით, ვიდეოს პრემიერა 6 თებერვალს, YouTube-ის ნაცვლად, Spotify-სა და Apple Music-ზე შედგება. მუსიკალური რგოლი ,,იუთუბზე”, 8 თებერვალს გამოჩნდება.

ამ გადაწყვეტილების მიზეზი, YouTube-ის მიერ გასული წლის დეკემბერში გამოქვეყნებული განცხადება გახდა, რომლის თანახმად პლატფორმა ,,ბილბორდის” ყველა ჩარტიდან საკუთარი სტრიმინგ მონაცემების ამოღებას გეგმავს.

YouTube-ის გადაწყვეტილებას წინ სწორედ Billboard-ის ჩარტების მეთოდოლოგიის ცვლილების შესახებ განცხადება უძღოდა. კერძოდ, ფასიანი გამოწერის მქონე (Premium) სტრიმინგებს უფრო მეტი პრიორიტეტი მიენიჭება, ვიდრე უფასო, რეკლამებზე დაფუძნებულ სტრიმინგებს. აღნიშნული ცვლილება მიზნად მომხმარებელთა ცვალებადი ქცევისა და მუსიკალურ ინდუსტრიაში სტრიმინგიდან მიღებული შემოსავლების ზრდის ზუსტ ასახვას ისახავს.

ცნობისთვის, Opalite ტეილორ სვიფტის მეთორმეტე სტუდიურ ალბომში – The Life of a Showgirl შედის. დისკით, რომლის რელიზი 2025 წლის 3 ოქტომბერს შედგა, შემსრულებელმა ,,ბილბორდის ცხელი ასეულის” 67 წლიან ისტორიაში საკულტო ჰიტ აღლუმის საუკეთესო ათეული სრულად დაიპყრო და საკუთარი რეკორდი მესამედ გაიმეორა. ამასთან, იმ ფონზე, როცა სადებიუტო კვირაში ფირფიტის ოთხ მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა, სვიფტმა ახალი რეკორდიც დაამყარა, რაც გულისხმობს თანამედროვე ეპოქაში ალბომის ყველაზე მაღალი გაყიდვების მაჩვენებელს ერთ კვირაში.

ტეილორ სვიფტმა საკუთარი რეკორდი მესამედ გაიმეორა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები