LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტეილორ სვიფტის ფან კლუბს სამეფო ოჯახი შეუერთდა – პრინცი უილიამი შვილებთან ერთად სვიფტის კონცერტს დაესწრო

180
ტეილორ სვიფტის ფან კლუბს სამეფო ოჯახი შეუერთდა

21 ივნისს ლონდონში ტეილორ სვიფტის კონცერტი გაიმართა. ამ კონცერტს პრინცი უილიამი შვილებთან, პრინც ჯორჯთან და პრინცესა შარლოტასთან ერთად ესწრებოდნენ, ინფორმაცია სამეფო ოჯახის წევრების კონცერტზე დასწრების შესახებ, ჯერ კიდევ ჭორების დონეზე გავრცელდა, მოგვიანებით კი, ინტერნეტში ამის მტკიცებულებები გამოჩნდა.

სოციალურ ქსელებში ფოტო უელსების ოჯახის წარმომადგენლებმა თავად გაავრცელეს. მოგვიანებით ფოტოები ინსტაგრამზე ტეილორ სვიფტმაც გაავრცელა. ფოტოზე სვიფტი პრინც უილიამთან და მის შვილებთან, ჯორჯთან და შარლოტასთან ერთად პოზირებს. ჩანს, რომ ბრიტანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრეების სვიფტის დიდი გულშემატკივრები არიან და მასთან გადაღებული სელფით, ბედნიერები ჩანან.  კონცერტი, რომელიც „ერას ტურის“ ფარგლებში ჩატარდა, უემბლის სტადიონზე გაიმართა და ის პრინცი უილიამის 42 წლის იუბილეს დაემთხვა. ამ დღეს ოჯახთან ერთად არ იმყოფებოდა ქეით მიდლტონი, რომელიც სიმსივნის დიაგნოზს ებრძვის და ქიმიოთერაპიის კურსს განაგრძობს.

ვიდეო: ტრევის კელსი, ჯიჯი ჰადიდი და ბრედლი კუპერი ტეილორ სვიფტის კონცერტზე ერთად აცეკვდნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები